საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარიღი: 27/02/2021

ბრძანების N::

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N 2

27.02. 2021

 

დღის წესრიგი:

  1. სასწავლო პროცესის განხორციელების ფორმატის საკითხი
  2. საბაკალავრო პროგრამის „ფსიქოლოგია“ დამტკიცება რეაკრედიტაციისთვის
  3. სილაბუსის დამტკიცება

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ონლაინ.

განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული  მასალები წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, იამზე კუტალაძე, მზია წერეთელი.

ასოცირებული პროფესორები:

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი,  თამარ აბაშიძე,  ვახტანგ ნადარეიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო  დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი :

ზაქარია ქიტიაშვილი, რუსო სანაძე

სტუდენტები:

 ქეთევან ცანავა, დიანა ზვიადაძე, მარინე ბორჩაშვილი

კენჭისყრაში მონაწილეობდა 19  წევრი.

განიხილეს:

1. სასწავლო პროცესის განხორციელების ფორმატის საკითხი

საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თამარ გაგოშიძემ მოახსენა საბჭოს, რომ სწავლა 1 მარტს იწყება. არსებობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანება  სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ. ამ ბრძანების მიხედვით 15 მარტამდე უსდ-ები უფლებამოსილები არიან დისტანციურ რეჟიმში წარმართონ საგანმანათლებლო პროგრამის სხვადასხვა კომპონენტები. 15 მარტიდან კი უსდ-ები უფლებამოსილები არიან როგორც დისტანციურ, ისე არადისტანციურ რეჟიმში წარმართონ სასწავლო პროცესი. არადისტანციურ რეჟიმში გათვალისწინებული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია. მან შესთავაზა საბჭოს ემსჯელათ სასწავლო პროცესის განხორციელების საკითხზე.

აზრი გამოთქვეს:

            ასოც. პროფესორმა ხათუნა მარწყვიშვილმა აღნიშნა, რომ ფაკულტეტის ოთახები არ იძლევა ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვის საშუალებას დიდ ჯგუფებში. მაგალითად საბაზისო კურსებზე 220 სტუდენტია და შეუძლებელია მათი ისე განთავსება ან ისეთი ცხრილის შედგენა, რომ მოხერხდეს ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისი რეკომენდაციების დაცვა.  ასოც. პროფესორებმა ლ. არუთინოვა, ე. ფირცხალავამ და ლ. ხეჩუაშვილმა აღნიშნეს, რომ პროფესორების ნაწილი 40 წელსაა გადაცილებული და არ იქნება უსაფრთხო ასეთ პირობებში სწავლის არადისტანციურ რეჟიმში დაწყება და სჯობს სასწავლო კომპონენტების დისტანციურ რეჟიმში, სინქრონულის სწავლების პრინციპით გაგრძელება. ასოც. პროფესორებმა ზ. ქიტიაშვილმა, ბ. არუთინოვმა და პროფ. ლ.სურმანიძემ ასევე აღნიშნეს, რომ აუცილებელია თუ შუალედური გამოცდების არა, ფინალური გამოცდების პირისპირ ჩატარება, რადგან  დისტანციური გამოცდის შედეგად ფაქტია, რომ სტუდენტები ახერხებენ გადაწერას და ამაზე შედარებით აწეული ქულებიც მეტყველებს. პროფ. ქ. ჭკუასელმა აღნიშნა, რომ განათლების მეცნიერებების მიმართულებით შედარებით მცირე ჯგუფების პირობებში მე-3 კორპუსის ოთახებშიც შეძლებენ რეკომენდაციების დაცვით გამოცდის ჩატარებას.

            კენჭი უყარეს:

           საბჭოს თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა შემდეგი საკითხი:

ფაკულტეტზე საგანამანათლებლო პროგრამების სხვადასხვა კომპონენტები განხორციელდეს დისტანციურ რეჟიმში. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიხედება. ფინალური გამოცდა ჩატარდეს არადისტანციურ რეჟიმში და საგამოცდო ცენტრს ეთხოვოს დიდი ჯგუფების გამოცდების ორგანიზება.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

           

დაადგინეს:

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა    ფაკულტეტზე საგანამანათლებლო პროგრამების სხვადასხვა კომპონენტები განხორციელდეს დისტანციურ რეჟიმში. აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიხედება ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შესაბამისად. ფინალური გამოცდა ჩატარდეს არადისტანციურ რეჟიმში და საგამოცდო ცენტრს ეთხოვოს დიდი ჯგუფების გამოცდების ორგანიზება.

2. საბაკალავრო პროგრამის „ფსიქოლოგია“ დამტკიცება რეაკრედიტაციისთვის.

ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსმა, ასოც.პროფესორმა მ. მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ საბჭოზე წარმოდგენილია საბაკალავრო პროგრამა “ფსიქოლოგია“ რეაკრედიტაციისთვის. საბჭოს წევრებს დაეგზავნათ მასალები: თვითშეფასების ფორმა, საბაკლავრო პროგრამის ჩარჩო და სასწავლო გეგმა, კურიკულუმის, პროგრამის მიზნების და შედეგების რუკები. მან მოკლედ მიმოიხილა პროგრამა და აღნიშნა, რომ პრაქტიკული  სასწავლო კურსები და პრაქტიკულ კომპონენტიანი სასწავლო კურსები შეადგენს საბაკალავრო პროგრამის „ფსიქოლოგია“   41%-ს.

აზრი გამოთქვეს: ასოც. პროფესორებმა ე. ფირცხალავამ და ლ. ხეჩუაშვილმა.მათ აღნიშნეს, რომ წარმოდგენილ ვერსიაში გათვალისწინებულია თვითშეფასების ჯგუფის წევრების შენიშვნები. პროგრამა საინტერესო გამოვიდა და კარგად პასუხობს როგორც ბაზრის გამოწვევებს, ასევე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის საჭირო უნარების შემუშავების ამოცანას.

კენჭი უყარეს:

მომხრე: 19

წიანააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0          

დაადგინეს:

დამტკიცდეს საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია“ რეაკრედიტაციისთვის და განსახილველად წარედგინოს თსუ ცენტრალურ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. სილაბუსის დამტკიცება

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოც. პროფესორმა, მ. მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ შემოვიდა სილაბუსი "განათლების პოლიტიკის ძირითადი ტენდეციები" (გ.შარვაშიძე) მასში შეტანილი ცვლილებების დასამტკიცებლად. მან აღნიშნა, რომ სილაბუსს არ მოჰყვა განათლების მეცნიერებათა კომიტეტის სხდომის ოქმი და სამწუხაროდ ეს ოქმი არც ახლაა წარმოდგენილი საბჭოს სხდომაზე. აღნიშნულის გამო ეთხოვოს განათლების მეცნიერებათა დეპრატემენტს მოიწვიონ კომიტეტის სხდომა, განიხილონ სილაბუსში წარმოდგენილი ცვლილებები და წარმოადგინონ საბჭოს შემდეგ სხდომაზე.

       

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე    

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია